თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. კანადის სენატმა მარიხუანის გამოყენების ლეგალიზაციის შესახებ ფედერალური კანონი მიიღო, იუწყება РИА Новости ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით.
19 ივნისს კენჭისყრაზე დაყენებულ დოკუმენტს სენატის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი – მომხრე 52 სენატორი იყო, მოწინააღმდეგე კი 29. კანონი დაარეგულირებს, თუ როგორ შეიძლება კანაფის მოყვანა, გავრცელება და გასაღება.
სავარაუდოდ, კანონი ძალაში 8-12 კვირის შემდეგ შევა. ამ დროის განმავლობაში რეგიონულმა ხელისუფლებებმა ტერიტორიებზე, რომლებზეც არიან პასუხისმგებელი, უნდა დაადგინონ კანაფის გასაღების წესები და პირობები. კანადის მთავრობა კონკრეტულ თარიღს მოგვიანებით გამოაცხადებს.
კანონის თანახმად, ქვეყნის მოქალაქეებს (18 წლის ზემოთ) უფლება ეძლევათ თან იქონიონ 30 გრამი გამხმარი კანაფი. კვლავინდებურად აკრძალული იქნება სახლის პირობებში ოთხ ძირზე მეტი კანაფის ბუჩქის გაზრდა. კანაფის შეძენა დაისჯება ისეთი მომწოდებლისგან, რომელსაც არ ექნება ლიცენზია.
ასე რომ, კანადა მეორე ქვეყანა იქნება, სადაც კანაფის მოხმარება ლეგალური გახდა. პირველი ასეთი ქვეყანა არის ურუგვაი (2013). მარიხუანის გამოყენება ლეგალურია აშშ-ის რამდენიმე შტატშიც.