თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში A ჯგუფის მატჩში საუდის არაბეთს ანგარიშით 1:0 მოუგო და წინასწარ გაინაღდა მერვედფინალში გასვლა.
ერთადერთი გოლი 23-წუთზე გაიტანა ლუის სუარესმა, რომელმაც ურუგვაის ნაკრების სახელით მე-100 მატჩი ითამაშა.
© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი ურუგვაი - საუდის არაბეთი. მარჯვნივ: ედინსონ კავანი (ურუგვაი) გატანილი გოლის შემდეგ
ფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი ურუგვაი - საუდის არაბეთი. მარჯვნივ: ედინსონ კავანი (ურუგვაი) გატანილი გოლის შემდეგ
© photo: Sputnik / Grigory Sysoev
/ ურუგვაის გუნდმა 6 ქულა მოიპოვა და კვარტეტში მეორე ადგილზე დაბლა აღარ ჩამოვა. საუდის არაბეთის ნაკრებმა ორი წაგების შემდეგ პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.
მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.