ოდიშელიძე: ყველა მეუბნებოდა, რომ ამიყვანდნენ, მაგრამ მე არ მჯეროდა
„მე და ჩემ მეგობრებს ვაკის პარკში გადაგვიღეს ფოტოები. ამის მერე დამირეკეს და დამიბარეს კასტინგზე, მაგრამ არ ამიყვანეს. შემდეგ კიდევ დამირეკეს, გავიარე ტესტი და დამამტკიცეს როლზე. ყველა მეუბნებოდა, რომ ამიყვანდნენ, მაგრამ მე არ მჯეროდა“, – იხსენებს ოდიშელიძე.
გეგა ოდიშელიძე სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ მათეს როლს განასახიერებს, რომელიც ჩაგრავს და აბულინგებს თანატოლებს.