გოგიაშვილი: ძალიან მინდოდა ბავშვის აყვანა, ეს სულ ახლახან ხდებოდა
„ძალიან მინდოდა ბავშვის აყვანა. სადაც შეიძლებოდა ყველგან მივედი. ჩემი ოჯახიც თანახმა იყო. სულ ახლახან მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ უარი მივიღე. დღეს ისეთი რთულია ბავშვის აყვანა, სჯობს კოსმოსში გაფრინდე, უფრო მარტივად გაფრინდები. ერთ-ერთ ბავშვთა სახლშიც დავრეკე. 15 წლის გოგონა იყო, რომელსაც დედა ექვს თვეში ერთხელ აკითხავდა სანახავად. შევთავაზე, ბავშვს წამოვიყვანდი და დედამისს ჩემთან ენახა, ან მე გავუშვებდი ბავშვს დედასთან, მაგრამ ამაზეც უარი მივიღე“, – ამბობს სალომე გოგიაშვილი.
გოგიაშვილის განცხადებით, ბევრ საუკეთესო ოჯახს იცნობს, რომლებსაც სურთ ბავშვის აყვანა, მაგრამ ეს იმდენად ხანგრძლივი პროცესია, ხშირად ვერ ახერხებენ ამას.