მომღერალი ჯესი ჯეი სცენაზე ქართველი დიზაინერის სამოსით წარდგა

© Facebook / Jessie Jჯესი ჯეი
ჯესი ჯეი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი დიზაინერის სამოსი მსოფლიო მასშტაბის კიდევ ერთმა ვარსკვლავმა აირჩია.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ბრიტანელი მომღერალი ჯესი ჯეი მსმენელის წინაშე ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის სამოსით გამოვიდა. ანუკი ბრენდი ANOUKI-ს დამაარსებელია.

მბრწყინავ ვერცხლისფერ სამოსში გამოწყობილი ჯესი ჯეის ფოტო გამოქვეყნებულია ANOUKI-ს ოფიციალურ გვერდზე Instagram-ში. ვარსკვლავმა შარვალ-კოსტიუმი ფესტივალზე Werchter Boutique 2018 ჩაიცვა.

Публикация от ANOUKI (@anouki) 17 Июн 2018 в 4:40 PDT

 

არეშიძე თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლეა. მას უკვე მთელ მსოფლიოში იცნობენ. მისი კოლექციების ჩვენებები მიმდინარეობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა BVLGARI, FURLA, LAURA STRAMBI და სხვ.

გასული წლის თებერვალში ბრენდი ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრი გახდა.

პირველი პირადი კოლექცია მსოფლიოში ცნობილი სუპერმოდელის ირინა შეიკის მონაწილეობით არეშიძემ 2013 წელს კიევში წარადგინა. მას შემდეგ მისი შოუს დროს დარბაზი სავსეა, ხოლო კოლექციები იყიდება მონობუტიკებში თბილისსა და ბათუმში, ასევე მის ონლაინ-მაღაზიაში.

ყველა ახალი ამბავი
0