მკვლელობა სარწყავი არხის გამო: ეჭვმიტანილი დაკავებულია

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დაბა სურამში 48 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 მაისს დაბა სურამში, არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან ესროლა 59 წლის მამაკაცს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
კონფლიქტი სარწყავი არხისთვის მკვლელობით დასრულდა – ტრაგედია სურამში

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი — სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. შემთხვევის ადგილიდან, ასევე, ამოღებულია გასროლილი ტყვიის მასრაც.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა სარწყავი სისტემის გამო წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.


ყველა ახალი ამბავი
0