რუსთაველის თეატრი ხსნის მიწისქვეშა გვირაბს „ახალი ქიმერიონი“

© photo: Sputnik / Stringerშოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კაფე თანამედროვე მუსიკალური, ვიზუალური და ვოკალური ხელოვნების ახალგაზრდა არტისტებისთვის შემოქმედებით მოედნად იქცევა

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 2018 წლის 18 ივნისს „ახალ ქიმერიონს“ ხსნის.

„ქიმერიონი“ – ХХ საუკუნის ბოჰემური ლიტერატურული არტ-კაფე, რომელიც რუსთაველის თეატრის ლაბირინთებში მდებარეობს. მისი სახელწოდება მომდინარეობს მითიური პერსონაჟების ადგილსამყოფელიდან, რომლებიც აუხდენელ და აუსრულებელ ოცნებებს ასახიერებენ. ასე მონათლეს ეს ადგილი ქართველმა მწერლებმა და პოეტებმა.

გორის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
რატომ არ მოეწონა გორის მერს სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლი

„ახალი ქიმერიონი“ თანამედროვე მუსიკალური, ვიზუალური და ვოკალური ხელოვნების ახალგაზრდა არტისტებისთვის შემოქმედებით მოედნად იქცევა.

„ახალი ქიმერიონის“ გახსნის ცერემონია მერიის მხარდაჭერით 19:30 საათზე გაიმართება.

საღამოზე წარდგებიან ისეთი მუსიკოსები, როგორც VazhMarr and Zagareli & Strings, მაქს მაჩაიძე, ნიკა მაჩაიძე, ილია ქორქაშვილი, გიორგი ქორქაშვილი, ანდრო დადიანი, გიორგი მელაძე და შოთა იზორია.

ღამის გამოფენა ინკლუზიაზე თბილისის ღვინის უბანში გაიმართება >>

ღონისძიებაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას გრაფიკის თანამედროვე ცენტრის წევრები ნინო ინჯია და ლეილა გრიგოლია, ასევე თეატრის მსახიობები — ანა ამილახვარი, თამთა ინაშვილი და ლაშა ჯუღარაშვილი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის და აპოლონ ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.


ყველა ახალი ამბავი
0