სრული მზადყოფნა: საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან

© photo: courtesy of Ministry of Internal Affairs of Georgiaსაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამაშველო ღონისძიებები, რომლებიც მეხანძრე მაშველებმა ამინდის გაუარესების გამო აწარმოეს, ამ დროისთვის დასრულებულია

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. 17-18 ივნისს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა დროულად მოხდეს ყველა შემთხვევაზე რეაგირება, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ამინდის გაუარესებისა და უხვის ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა სამაშველო სამუშაოები აწარმოეს გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონში.

კურორტი ბახმარო - Sputnik საქართველო
ბახმაროში მამაკაცს მეხი დაეცა

სოფელ ნასაკირალში ნაძვზე მეხის დაცემის შედეგად ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ლიკვიდირებულია.

მცხეთა-მთიანეთში ფშავის გზაზე ჩამოწოლილი მეწყრის გამო, რამდენიმე საათი შეზღუდული იყო ტრანსპორტის მოძრაობა.

ქვემო ქართლში, მარნეულში ძლიერი ნალექის გამო, 8 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა უკვე დაასრულეს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. გარდა ამისა, დაიტბორა რუსთავის მე-8 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორია.

კახეთში წყლის მოვარდნის გამო ჩაიხერგა გომბორი-თელავის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, რის გამოც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სამანქანო მოძრაობა შეიზღუდა. გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, მოძრაობა აღდგენილია.

უამინდობა საქართველოში — გადაკეტილი გზები და დატბორილი ქუჩები >>

გურჯაანში დაიტბორა გამგეობის შენობის სარდაფი და ერთი საცხოვრებელი სახლი. ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

ბახმაროში მეხის ჩამოვარდნამ 54 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სამსახურის ცნობით, ბახმაროში მომხდარი უბედური შემთხვევის გარდა, სხვა რეგიონებში სტიქიის შედეგად დაშავებულები არ არიან.

ამ დროისთვის ყველა სამაშველო ღონისძიება დასრულებულია. 

შაბათს რუსთავში ქუჩები დაიტბორა. ათწუთიანი ძლიერი წვიმის შემდეგ წყლის ნაკადი იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოვიდა, რაც სასტუმრო ვეჯინთან არსებულმა კოლექტორმა ვერ გაატარა. VIII მიკრორაიონი და მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.


ყველა ახალი ამბავი
0