ახალი მთავრობის მოლოდინში: სამინისტროების რიცხვი შეიძლება შემცირდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსამთავრობო ადმინისტრაცია - ბრიფინგების დარბაზი
სამთავრობო ადმინისტრაცია - ბრიფინგების დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ბახტაძის განცხადებით, მმართველი გუნდის კონცეფციას მცირე მთავრობა წარმოადგენს.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მინისტრთა კაბინეტის ოპტიმიზაციაზე საუბრობენ — გუნდში ახალი მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ქართულმა ოცნებამ“ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე პრემიერის პოსტზე ხუთშაბათს, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომიდან რამდენიმე საათში, დაასახელა.

საქართველოს გერბი - Sputnik საქართველო
მედია: ვინ ვერ მოხვდება საქართველოს ახალ მთავრობაში

დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში, ახალგაზრდა სტარტაპერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის კონცეფციას მცირე მთავრობა წარმოადგენს.

„პრინციპი ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომელიც რა თქმა უნდა, გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებასაც. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, დაველოდოთ კონსულტაციებს და აუცილებლად მიიღებთ პასუხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
რას გვპირდება საქართველოს მომავალი პრემიერი

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ხვალ ან ზეგ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა გახდება ცნობილი.

„მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება მიმდინარეობს. ამ საკითხზე გუნდში მსჯელობა დაწყებულია. ძალიან მალე, ხვალ ან ზეგ ცნობილი იქნება, თუ ვის წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას, ამაზეც მიმდინარეობს მსჯელობა გუნდში. ესეც ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის“, — განაცხადა კახა კალაძემ.

ამჟამად მთავრობის ყველა წევრი მოვალეობის შემსრულებელია. ახალი პრემიერი და მთავრობა საქართველოს 13 დღის განმავლობაში ეყოლება.

მინისტრთა კაბინეტის ჩამოსაყალიბებლად და სამთავრობო პროგრამის მოსამზადებლად მამუკა ბახტაძეს ხუთი დღე აქვს. შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტი ამ მონაცემებს გაეცნობა და ნდობას გამოხატავს. ამისათვის პარლამენტის დეპუტატთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა საჭირო. 


ყველა ახალი ამბავი
0