თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა, როგორც ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ, ავსტრალიის წინააღმდეგ მატჩში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა.
ტურნირზე პირველი მატჩი ფრანგებმა ანგარიშით 2:1 დაასრულეს.
ანგარიში 57-ე წუთზე გახსნეს ფრანგებმა, რომლებმაც პენალტი გაიტანეს. მაგრამ ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ შენარჩუნდა — 61-ე წუთზე ავსტრალიელებმა ანგარიში გაათანაბრეს, ისევ პენალტის წყალობით. ამ მატჩის დროს პირველად მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გამოიყენეს არბიტრების ვიდეოდახმარების სისტემა (VAR).
უპირატესობა კვლავ საფრანგეთის მხარეს აღმოჩნდა, როდესაც 80-ე წუთზე ავსტრალიელთა კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა.
მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.