ძლიერი ქარი და სეტყვა კახეთში - გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა შეიზღუდა

გამოწერა
საავტომობილო მოძრაობას გომბორის უღელტეხილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. კახეთში ძლიერი ქარის და სეტყვის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, კახეთის მიმართულებით გადაადგილება თბილისი-ბაკურციხე-თელავის მაგისტრალითაა შესაძლებელი, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

საავტომობილო მოძრაობას გომბორის უღელტეხილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ. გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანით გადაადგილება ამინდის გაუმჯობესების შემდეგ აღდგება.

ყველა ახალი ამბავი
0