თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე „სახაჭაპურე N1“ დააყაჩაღეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, კვების ობიექტიდან თანხაა წაღებული.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.