თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თანამედროვე ქართული ზღაპრების კრებული სახელწოდებით „იყო ერთი ქალი“ სულ მალე წიგნის მაღაზიების დახლებზე გამოჩნდება, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალთა უფლებებისთვის საქართველოში“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
დეპუტატებმა პარლამენტში ქალებისთვის 50% ზედმეტად მიიჩნიეს >>
ზღაპრის გმირები გახდნენ ცნობილი ისტორიული ქალები, მათ შორისაა კოლხეთის მეფის ასული მედეა და თამარ მეფე.
წიგნში შესული ზღაპრები ქალების სიმამაცეზე, მიზანდასახულობაზე, სიბრძნეზე, კეთილშობილებაზე, მეგობრობასა და სამართლიანობისთვის ბრძოლაზე გვიყვება. პროექტის მთავარი მიზანია მკითხველში გენდერული თანასწორობის და ქალებისადმი პატივისცემის გრძნობის გაღვივება.
კრებული ორგანიზაცია „გაერო-ქალების“ ინიციატივით პროგრამა „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში გამოიცა.
დღეისათვის წიგნის აუდიო და ელექტრონული ვერსიაა ხელმისაწვდომი.