თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 15 ივნისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
დიდგორის რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის (ნაწილობრივ) და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.