თბილისში ფესტივალი „მრავალჟამიერი" საბავშვო ანსამბლებს შეკრებს

© photo: Sputnikჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი
ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში საბავშვო ანსამბლების ფესტივალი ხალხური მუსიკის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. თბილისში საბავშვო ფოლკლორული ანსამბლების ფესტივალი „მრავალჟამიერი" ჯანსუღ კახიძის სახელობის კულტურულ-მუსიკალურ ცენტრში პარასკევს, საღამოს გაიხსნება, ნათქვამია ცენტრის Facebook-გვერდზე.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია - Sputnik საქართველო
თბილისში ამირეჯიბის სახელობის ფესტივალი გაიმართება

ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 13 ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას — „ბიჭები", „დარიალი", „ბინული", „მძლევარი", „ჩოხოსნები",  „გულანი", „ერქვანი", „მართვე", „საგალობელი", „მგალობელთა გუნდი", „პატარა გეორგიკა", „შავნაბადა" და „უნისონი".

ფესტივალის მიზანი ქართული ფოლკლორის ტრადიციების შენარჩუნება და მათი მომავალი თაობებისთვის გადაცემა, ასევე ხალხური მუსიკის პოპულარიზაციაა.

ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ახალი თაობის შემსრულებლებისთვის მნიშვნელოვანია მაყურებლის მხარდაჭერა, რაც, თავის მხრივ, ანსამბლის განვითარებისთვის ერთგვარი სტიმულია.

კონცერტებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ცენტრის სალაროებსა და ონლაინ-რეჟიმში, ისე ვებ-გვერდზე biletebi.ge.

ფესტივალი 23 ივნისს გალა-კონცერტით დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0