თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ირანის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში მაროკოს გუნდს ანგარიშით 1:0 მოუგო.
დამატებითი დროის მეხუთე წუთზე საკუთარ კარში გოლი დაარტყა მაროკოელმა აზიზ ბუჰადუზმა, რომელმაც ტურნირზე პირველი ავტოგოლი გაიტანა. შეხვედრას სანქტ-პეტერბურგში 62 000 მაყურებელი აკვირდებოდა.ფეხბურთი. მსოფლიო-2018. მაროკო-ირანი
მომდევნო მატჩში 20 ივნისს მაროკოელები პორტუგალიის გუნდს დაუპირისპირდებიან, ხოლო ირანის ნაკრები ამავე დღეს ესპანეთს შეხვდება.
რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო >>
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.
მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.