პარიზის მოდის კვირეული: ქართული ბრენდები ფრანგულ შოუ-რუმებში

© AFP 2024 / SERGEI SUPINSKYქართველი დიზაინერის Anouki Bicholla-ს კოლექციის ჩვენება კიევში უკრაინულ მოდის კვირეულზე
ქართველი დიზაინერის Anouki Bicholla-ს კოლექციის ჩვენება კიევში უკრაინულ მოდის კვირეულზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი დიზაინერების პროდუქციას პარიზის შოუ-რუმებში წარადგენენ

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. შვიდი ქართველი დიზაინერის პროდუქცია იქნება წარდგენილი პარიზში 19-26 ივნისს  საფრანგეთის ცნობილ შოუ-რუმებში: Moredash Showroom; MisonPyramide, Paper Mache Tiger, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქართული მოდა იტალიაში: საქართველოს ბრენდები Pitti Immagine Uomo-ზე >>

საერთაშორისო მნიშვნელობის შოუ-რუმები, რომლებიც პარიზის მოდის კვირეულში წელიწადში ოთხჯერ იმართება, მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას წარმოადგენს.

სელენა გომესი - Sputnik საქართველო
სელენა გომესი მეჯლისზე ქართველი დიზაინერის კაბით გამოჩნდა

შოუ-რუმებში ასი ათასამდე კომპანია და 130 ათასზე მეტი ბაიერი და პრესის წარმომადგენელი იკრიბება.

პარიზში წარდგენილი იქნება შემდეგი ქართული ბრენდების კოლექციები: N-Duo, Dalood, Anouki, Tamuna Ingoroyvа, Lako Bukia, Materia Tbilisi, Lya.

პროექტი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება.

ბოლო წლებში ქართული მოდა სწრაფად ვითარდება. დიზაინერები უფრო ბევრნი გახდნენ, მათ აფასებენ სამშობლოსა და უცხოეთში. მთელი მსოფლიოს დიზაინერები და ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ ქართული მოდა — ეს განსაკუთრებული სტილი და ხელწერაა, რომელსაც პირველივე შეხედვით იცნობ.


ყველა ახალი ამბავი
0