მარგველაშვილი: პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს

© photo: Sputnik / Stringerგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი გუშინ, 13 ივნისს დატოვა

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik.  საქართველოში ეს მასკარადი უნდა დამთავრდეს, როცა თანამდებობიდან წარმატებული პრემიერები გაუგებარი მიზეზებით მიდიან,  — ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი გუშინ, 13 ივნისს  დატოვა. მან საკუთარი გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების“ მმართველ გუნდთან  გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა. გამოსამშვიდობებელ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მთავრობა თავად  დააკომპლექტოს.

მარგველაშვილის თქმით, საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები, თუ რატომ წავიდა პრემიერი თანამდებობიდან. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული პროცესები ბევრად გასაგები და განჭვრეტადი უნდა იყოს.

სამთავრობო ადმინისტრაცია - ბრიფინგების დარბაზი - Sputnik საქართველო
ვინ გახდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი

„საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, თანამდებობიდან  რატომ მიდიან უცებ პრემიერ-მინისტრები, რომლებიც არიან წარმატებული პრემიერ-მინისტრები.  წინა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის დროს ჩვენ მოვისმინეთ,  რომ წარმატებული პრემიერ-მინისტრია. რატომ მიდიან წარმატებული პრემიერ-მინისტრები და რა არის ამის უკან მდგარი არგუმენტი, რა პრინციპით და რა არგუმენტით შეირჩევიან ახალი პრემიერ-მინისტრები“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე  სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, მარგველაშვილის განცხადებით, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა არჩევანი გააკეთა - პოლიტოლოგი პრემიერის გადადგომაზე

„თუ ევროპულ არჩევანზე ვამბობთ და ევროპული სახელმწიფოს ფორმირებაზე ვამბობთ, მარტივად მოგახსენებთ, იქ პრემიერ-მინისტრები არიან მმართველი პარტიის ლიდერები და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის გასაგებია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2015 წლის დეკემბრიდან იკავებდა. მანამდე ის იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2013 წლის ივლისიდან 2015 წლის დეკემბრამდე — ვიცე-პრემიერი; 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

ყველა ახალი ამბავი
0