თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შაბათს, 16 ივნისს ცვალებადი ამინდი ელოდებათ.
მზე 05:25 საათზე ამოვა და 20:37 საათზე ჩავა.
დილიდან მზიანი ამინდი იქნება, თუმცა, 16:00 საათისთვის მოსალოდნელია მცირე ნალექი.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +20, დღისით კი მაქსიმალური +30 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.