მკვლელობა თბილისში: ბრალდებული დაკავებულია

გამოწერა
ნაცნობების ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც ერთმა პირმა მეორეს თავის არეში ლურსმნებიანი ფიცარი ჩაარტყა

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თბილისში, ქართველიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით საქართველოს შსს–ს თანამშრომლებმა 26 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საზარელი შემთხვევა ბათუმში: ოჯახის ახლობელმა 4 წლის ბავშვი მოკლა

მკვლელობა, რომელზეც საუბარია, თბილისში დღეს დილით მოხდა. შსს–ს ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას პირს თავის არეში  ლურსმნებიანი ფიცარი ჩაარტყა,  რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

ტელეკომპანია Rustavi2–ის ინფორმაციით, დაღუპული 34 წლის დავით გუზიტაშვილია. მისი ცხედარი მეზობლებმა მის სახლთან ახლოს იპოვეს. 

დაზიანებები მიიღო თავად მკვლელმაც, რომელიც სამართალდამცველებმა  საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც მალე გამოწერეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული იმ სახლის გარე ფასადს არემონტებდა, რომელშიც მოკლული ცხოვრობდა,

მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7–დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0