გუდაურში უცხოელი ტურისტები დაიღუპნენ

გამოწერა
კვადროციკლი, რომელსაც მამაკაცი მართავდა, ხეობაში გადავარდა. მამაკაცს თან ახლდა დაახლოებით ათი წლის შვილი.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik.  გუდაურში უბედური შემთხვევის შედეგად უცხოელი მამა–შვილი ტურისტი დაიღუპა, იუწყება Новости-Грузия  შსს–ს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით. 

მთა ყაზბეგი - Sputnik საქართველო
ყაზბეგის მთებში პოლონელი ტურისტი გადაარჩინეს

წინასწარი ინფორმაციით, კვადროციკლი, რომელსაც მამაკაცი მართავდა, ხეობაში გადავარდა. მამაკაცს თან ახლდა დაახლოებით ათი წლის შვილი.

მედიის მტკიცებით, ისინი ინდოეთის მოქალაქეები იყვნენ და საქართველოში სამოგზაუროდ იმყოვებოდნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0