პეტერბურგის თეატრი თბილისში ბალეტ „დონ–კიხოტს“ წარმოადგენს

© FB / Griboedov Theatre პეტერბურგის ბალეტის თეატრი
პეტერბურგის ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მაყურებელი „დონ–კიხოტს“ ცნობილი ბალერონისა და ქორეოგრაფის იოჰან კობორგის დადგმით ნოემბერში იხილავს.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. სანქტ–პეტერბურგის ლეონიდ იაკობსონის სახელობის ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი თბილისში ნოემბერში წარმოადგენს სპექტაკლს „დონ–კიხოტი“, ნათქვამია თბილისის გრიბოედოვის თეატრის Facebook–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მსოფლიო საბალეტო სცენის ლეგენდა მიხაილ ბარიშნიკოვი - Sputnik საქართველო
მიხაილ ბარიშნიკოვი საქართველოს სექტემბერში ესტუმრება

რუსული თეატრალური სივრცის უნიკალური საბალეტო დასი თბილისს ნოემბერში ეწვევა. სპექტაკლს 10 ნოემბერს გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ აკადემიურ თეატრში წარმოადგენენ.

ბილეთები უკვე იყიდება გრიბოედოვის თეატრის სალაროებსა და ვებ–გვერდზე biletebi.ge.

„დონ–კიხოტი“ მარიუს პეტიპას დადგმის ახალი ვერსიაა, რომელიც მაესტროს დაბადების 200 წლისთავს ეძღვნება. დადგმა ეკუთვნის მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავს, კოვენტ–გარდენის სამეფო ბალეტის ექს–პრემიერს, ამჟამად წარმატებულ ქორეოგრაფ იოჰან კობორგს, ხოლო მუსიკა – ლუდვიგ მინკუსისაა.

სპექტაკლის პრემიერა 2017 წლის 14 დეკემბერს გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0