ენოტი რამდენიმე საათის განმავლობაში ჯიუტად მიიწევდა წინ. იუზერებმა პატარა ცხოველის „მთამსვლელობის“ პირდაპირი ტრანსლაცია მოაწყვეს სოციალურ ქსელებში და ცოტა ხანში მხოლოდ მთელი ამერიკა კი არა, სხვა ქვეყნებიც ადევნებდნენ თვალს ენოტის თავგადასავალს.
სამწუხაროდ, ენოტის კედლიდან „მოხსნა“ არ მოხერხდა, ვინაიდან ცათამბჯენის ფანჯრები არ იღება. ადამიანები მხოლოდ თვალს ადევნებდნენ მას და მეტი არაფერი.
სხვათა შორის, ფოტოებზე, რომლებიც მას სხვადასხვა სართულებზე რაფებზე შესვენებისას გადაუღეს, ენოტი შეშინებული და დამფრთხალი სულაც არ ჩანს.
ბოლოს, როგორც იქნა, მრავალსაათიანი მოგზაურობის შემდეგ ენოტმა ცათამბჯენის ბოლო დაბრკოლება გადალახა და სახურავზე მშვიდობიანად ააღწია.