თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. გორში სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით 75 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა რძალს და მასთან ერთად მყოფ ადამიანს.
შემთხვევას არასრულწლოვანიც ესწრებოდა.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე ითვალისწინებს.