ქუთაისში ნარკორეალიზატორი დააკავეს

გამოწერა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 45 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
დაკავებულია რუსეთის მოქალაქე: პოლიციამ 1709 სამალავიდან ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 10 შეკვრად დაფასოებული „სუბოქსინის" ფხვნილი, ერთჯერად საინექციო შპრიცში მოთავსებული „ბუპრენორფინის" შემცველი სითხე და ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა — 2 720 ლარი. გარდა ამისა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა — 250 ევრო და 100 ლარი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით („ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა") რაც ითვალისწინებს 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0