ბათუმში ორ მოქალაქეს ოქროს ყელსაბამი ჩამოგლიჯეს

© Sputnik / Denis Aslanovბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული, თუმცა დამნაშავე ამ ეტაპზე დაკავებული არ არის.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ბათუმში ერთი საათის განმავლობაში ახალგაზრდა მამაკაცმა ორ მოქალაქეს ოქროს ყელსაბამი ჩამოგლიჯა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
ძველი ბათუმის ეზოები ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდება

შემთხვევა აჭარის დედაქალაქში გუშინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი 26 მაისისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე მოქალაქეს თავს დაესხა და ოქროს ყელსაბამი ჩამოწყვიტა. თუმცა ქალმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია – მძარცველს ოქროს ნივთი დაუვარდა და მისი წაღება ვერ მოახერხა. შემთხვევის შედეგად ქალს ყელი აქვს დაზიანებული.

შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იმავე ადგილზე, სავარაუდოდ, იგივე პიროვნება მეორე მოქალაქეს დაესხა თავს. ამჯერად მან ოქროს ნივთების წაღება მოახერხა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0