არასამთავრობოები ითხოვენ, რომ ადამიანები მამაკაცების ორგანოებით ქალებად დავარეგისტრიროთ

© photo: Sputnikთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტრანსგენდერებისთვის საბუთებში სქესის დაფიქსირება გაუტარებელ რეფორმებს შორის დაასახელა.
წულუკიანი: არასამთავრობოები ითხოვენ, რომ ადამიანები მამაკაცის ორგანოებით გავატარო ქალად

„მე მთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის სასქესო ორგანოები, სამოქალაქო რეესტრში გავატარო ქალად და ის ადამიანი, რომელსაც აქვს ქალის ბიოლოგიური ორგანოები, გავატარო მამაკაცად. ვაღიარებ, რომ ეს რეფორმა მე არ გამიტარებია", — განუცხადა თეა წულუკიანმა „იმედის კვირას".

მარტში ქალთა მოძრაობის წევრებმა იუსტიციის სამინისტროში შეიტანეს 1 000 ადამიანის მიერ ხელმოწერილი პეტიცია — „აღიარე ტრანსგენდერი ქალი ქალად". პეტიციის ხელმომწერების აზრით, სახელმწიფომ უნდა აღიაროს ტრანსგენდერი ქალები ქალებად და საშუალება მისცეს მათ, შეიცვალონ სქესი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში.

ყველა ახალი ამბავი
0