ნიკოლოზ იოსებიძე: „სამკურნალო მცენარეების ატლასი გამოვეცი, სადაც ჩემი 700-ზე მეტი ნახატია შესული“
„ყოველწლიურად გამოდის ჩემი მეურნის კალენდარი, სადაც სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული რჩევებია შესული“-განუცხადა „Sputnik- საქართველოს“ ნიკოლოზ იოსებიძემ.
ნიკოლოზ იოსებიძე —სწავლული აგრონომი, მწერალი, მან პირველმა გამოსცა საქართველოში მეურნის ენციკლოპედია და მეურნის კალენდარი. არის სატირული და საბავშვო ლექსების ავტორი, გამოცემული აქვს 14 წიგნი. ბატონი იოსები 80 წლის ასაკში ისევ აქტიურია, დღესაც წერს და სხვადასხვა გამომცემლობებთან თანამშრომლობს.