ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

© AP Photo / Andre Pennerქართველი კანოისტი ზაზა ნადირაძე
ქართველი კანოისტი ზაზა ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სპორტსმენმა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაო წელს ოქროს მედლით ჩაანაცვლა.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე კანოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ნათქვამია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩემპიონატზე კანოეთი შეჯიბრებაში ზაზა ნადირაძემ ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიან დისტანციაზე გაცურვაში პირველი ადგილი დაიკავა.

მან დისტანციის გავლას 39,2 წამი მოანდომა და 0,024 წამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ რუს ივან შტილს. მესამე ადგილზე ბელარუსი არტსემ კოზირი გავიდა, რომელიც ზაზას 0.268 წამით ჩამორჩა.

ზაზა ნადირაძე - Sputnik საქართველო
ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის ეტაპზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ამ გამარჯვებით ზაზა ნადირაძემ 2019 წელს მინსკში გასამართი ევროპის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა.

უწყების ცნობით,  ევროპული თამაშების ლიცენზიის მფლობელი კიდევ ერთი ქართველი კანოისტი, ბადრი ყაველაშვილი გახდა.

ზაზა ნადირაძემ გასულ თვეს მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე, რომელიც უნგრეთის ქალაქ სეგედში ჩატარდა, 200-მეტრიან დისტანციაზე მამაკაცებს შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა.

2017 წელს ნადირაძე ბულგარეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო ჩეხეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე — ვერცხლის პრიზიორი.


ყველა ახალი ამბავი
0