ექსკურსიაზე კიდევ ერთი მოზარდი დაშავდა

© Sputnik / STRINGERპოლიციის განყოფილება საქართველოს ერთ-ერთ რაიონში
პოლიციის განყოფილება საქართველოს ერთ-ერთ რაიონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლნისში ექსკურსიაზე თბილისის 174-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ წასულები.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ბოლნისში ექსკურსიაზე წასული მოსწავლე მდინარეში გადახტა და მრავლობითი  სახის დაზიანებები მიიღო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

13 წლის მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს სკოლის პედაგოგები, ბავშვები და მშობლები.

ბოლნისში ექსკურსიაზე თბილისის 174-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ წასულები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობას გულისხმობს.

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ავარია გომბორზე: ბოლო ცნობები დაშავებულების შესახებ

შეგახსენებთ, გუშინ გომბორის უღელტეხილზე  კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა, ამობრუნდა და ხევში გადავარდა. მიკროავტობუსით თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მშობლები კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. მისივე განმარტებით, გასაძლიერებელია მუშაობა როგორც ესკორტის მიმართულებით, ასევე იმ მძღოლებთან, რომლებიც ექსკურსიებს ახორციელებენ. უახლოეს დროს შს მინისტრთან ერთად ბავშვთა ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხების განხილვა იგეგმება.

 

ყველა ახალი ამბავი
0