გერმანიაში BMW-ს ქარხანაში ხანძარია

ახალი BMW Alpina B7: ყველაზე მძლავრი „შვიდიანი“
ახალი BMW Alpina B7: ყველაზე მძლავრი „შვიდიანი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. სამი მუშა დაშავდა გერმანიის სამხრეთ ნაწილში BMW-ს ქარხანაში ხანძრის შედეგად, იუწყება РИА Новости რადიოსადგურ Bayerischer Rundfunk-ზე დაყრდნობით.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძარი მოხდა BMW-ს ქარხანაში, რომელიც ბავარიის ფედერალურ მიწაზე, ქალაქ ლანდსჰუტში მდებარეობს. ხანძრის შედეგად ქალაქში ძლიერი დაკვამლიანება მოხდა. მოსახლეობას კარების და ფანჯრების მჭიდროდ დაკეტვა ურჩიეს.

​

პოლიციის ინფორმაციით, მეხანძრეებმა მოახერხეს ხანძრის კერის ჩაქრობა. აალების მიზეზები დგინდება.


ყველა ახალი ამბავი
0