„ღმერთმა გვიმრავლოს ყველა ადამიანი, ვინც ქართული სულისკვეთებითაა გამსჭვალული“
„შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის“ ხელით გადაწერის იდეა ალბათ ჯერ კიდევ ბავშვობაში გამიჩნდა. მისდამი განსაკუთრებული დამოკიდებულებაც მაშინ ჩამესახა“ —განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მაია ტყემალაძემ.
მაია ტყემალაძე- შემოქმედი ადამიანი, რომელსაც ეკუთვნის „ვეფხისტყაოსნის“ ხელით გადაწერის იდეა, მანვე მოხატა წიგნის გვერდები არშიებით და გარეკანი ნიჟარებით გააფორმა. ამ საქმეს ორი წლის განმავლობაში აკეთებდა.