ჯგუფი ДДТ კონცერტს ქობულეთში გამართავს

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიჯგუფ „დდტ“-ს სოლისტი იური შევჩუკი
ჯგუფ „დდტ“-ს სოლისტი იური შევჩუკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაპირველად ცნობილი რუსული ჯგუფ ДДТ-ს კონცერტი თბილისში იგეგმებოდა, მაგრამ მოგვიანებით მისი აჭარაში გადატანა გადაწყდა.

თბილისი, 9 ივნისი— Sputnik. პოპულარული რუსული როკ–ჯგუფი ДДТ ქობულეთში 25 აგვისტოს კონცერტს გამართავს, იუწყება ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია Fix Group.

საქართველოში ელტონ ჯონის პირველი კონცერტი ივნისის ბოლოს გაიმართება >>

მუსიკოსები წარდგებიან ფესტივალზე OZONE FEST, რომელიც პირველად ქობულეთში ღია ცის ქვეშ გაიმართება. მანამდე Fix Group-ი იუწყებოდა, რომ მუსიკოსებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისის ერთ-ერთ საკონცერტო მოედანზე კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით.

კრის ბოტი - Sputnik საქართველო
კრის ბოტი ნანი ბრეგვაძის შემოქმედებით საღამოზე დაუკრავს

ქობულეთში კონცერტის ბილეთები უკვე იყიდება და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე tkt.ge.

ორგანიზატორები ფესტივალის სხვა მონაწილეებსაც ასახელებენ. ეს არის Soft Eject, Green Room, „გამოუვალი მდგომარეობა", Nemra, Asea Sool, Sevda და Vako T.

ეს იური შევჩუკისა და ჯგუფ ДДТ–ს პირველი ვიზიტი არაა საქართველოში. მუსიკოსები 2003, 2012 და 2015 წლებში უკვე გამოვიდნენ თბილისში კონცერტებით.

ჯგუფი ДДТ იური შევჩუკმა 1980 წელს უფაში დააარსა. შევჩუკი 1986 წელს ლენინგრადში გადავიდა. ჯგუფის ცნობილი ალბომებია: "Я получил эту роль" (1988), "Актриса весна" (1992), "Это всё" (1995), "Мир номер ноль" (1999), "Метель августа" (2000), "Единочество" (2002-2003). 


ყველა ახალი ამბავი
0