გომბორის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს
საქართველოს შსს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფიციალური ინფორმაციით, გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 16 დაშავდა

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. გომბორის უღელტეხილზე თელავის რაიონის სოფელ თეთრი წყლების მიმდებარედ, კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელშიც  მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამარშუტო ტაქსში, რომელიც თბილისიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობდა, თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გომბორის გზაზე ექსკურსიის ავტობუსი ხევში გადავარდა - დაღუპულია ერთი ბავშვი

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა, ის ამჟამად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. 

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0