თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით რამდენიმე საათით გადაიკეტება თამარ მეფის პანდუსი, იუწყება დედაქალაქის მერიის პრესსამსახური.
კერძოდ, პანდუსი შაბათს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება. სარემონტო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს.
„სარეაბილიტაციო სამუშაოები განპირობებულია პანდუსის ავარიულობით. კერძოდ, დაზიანებულია ბურჯი, საყრდენი და ამორტიზებულია კოჭები“, — ნათქვამია განცხადებაში.
სამუშაოების ჩასატარებლად საქალაქო ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი.
სააკაძის მოედანსა და შარტავას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია იგეგმება >>
თამარ მეფის სახელობის ხიდი აღმაშენებლის გამზირსა და გმირთა მოედანს აკავშირებს. ხიდის მშენებლობა 1931 წელს დაიწყო. ხიდი 1935 წელს გაიხსნა.
ხიდის კონსტრუქციებზე აღინიშნება დიდი რაოდენობით გამოტუტვის ლაქები და წყლის ჟონვის კვალი, ზამთრის პირობებში ხიდის მალის ნაშენზე წარმოიქმნება დიდი რაოდენობის ყინულის ლოლუები.
მაშინ ხიდს ჩელუსკინელების ხიდი ერქვა. 1989 წლიდან კი ხიდი თამარ მეფის სახელს ატარებს. ხიდის არქიტექტურა ნიკოლაი სევეროვს ეკუთვნის.