კალაძემ შესაძლოა ფეხბურთი სომხეთში ითამაშოს

© Sputnik / Levan Avlabreliკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავ ვეტერანთა მატჩი ერევანში გაიმართება და მსოფლიო ჩემპიონატს მიეძღვნება

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე მიწვეულია ერევანში, ევროპული და ლათინოამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩში სათამაშოდ, ნათქვამია პორტალ „სომხეთის ხმის“ განცხადებაში.

მატჩის ინიციატორია სომხეთში ცნობილი ბიზნესმენი, საფეხბურთო კლუბ „პიუნიკის“ მფლობელი, არტურ სოღომონიანი.

მატჩში მონაწილეობაზე თანხმობა უკვე განაცხადეს გასული წლების მსოფლიო ფეხბურთის ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან რივალდო, კაფუ, გაბრიელ ბატისტუტა, ერნან კრესპო, ივან ზამორანო, ჰავიერ ძანეტი, პაოლო მალდინი, ხრისტო სტოიჩკოვი, რაიან გიგზი, ლოტარ მატეუსი, ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი და სხვები. 

კახა კალაძე ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელ მატჩში - Sputnik საქართველო
კალაძის მეორე სახლი: თბილისის მერმა ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელ მატჩში ითამაშა

ამ ეტაპზე გრძელდება მოლაპარაკებები სხვა ფეხბურთელებთანაც და მოსალოდნელია, რომ მოთამაშეთა სია კიდევ გაგრძელდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მატჩი ჩატარდება 8 ივლისს ერევანში სტადიონზე „რესპუბლიკური“, რომელიც „პიუნიკის“ საშინაო არენაა.

ფეხბურთი აერთიანებს: ჩხუბის შემდეგ გამართული ამხანაგური მატჩი თბილისში >>

კალაძემ „მილანის" შემადგენლობაში ცხრა წელი (2001-2010) ითამაშა. ის გახდა იტალიის ჩემპიონი (2004), იტალიის თასის მფლობელი (2003), უეფას ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერთასის ორგზის გამარჯვებული (2003, 2007), მსოფლიოს კლუბური ჩემპიონატის გამარჯვებული (2007).

22 მაისს საფეხბურთო კლუბ „მილანის" ყოფილმა მცველმა, ამჟამად თბილისის მერმა კახა კალაძემ ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

კახა კალაძე, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 2012 წელს პოლიტიკურ საქმიანობას შეუდგა. მას ეკავა საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა. გასული წლის შემოდგომაზე მან თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვა.


ყველა ახალი ამბავი
0