საქართველო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად მოემზადა

გამოწერა

აზიური ფაროსანა, რომელიც საქართველოში 2015 წელს გაჩნდა, რამდენიმე წელიწადში სერიოზულ პრობლემად იქცა ქვეყნის სოფლის მეურნეობისათვის. 2017 წელს ფაროსანამ სამეგრელოში ფაქტიურად მთლიანად გაანადგურა თხილის მოსავალი

თავდაპირველად ეს მავნებელი დასავლეთ საქართველოში გაჩნდა. რამდენიმე წლის განმავლობაში მისი ლოკალიზება ხერხდებოდა პერიოდულად მოსავლის ქიმიკატებით დამუშავებით, თუმცა გასულ წელს აზიური ფაროსანა თბილისშიც გავრცელდა, ანუ აღმოსავლეთ საქართველოში. ახლა მავნებლები კახეთში ვენახებისათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ.

ყველა ახალი ამბავი
0