თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. მდინარე ჭოროხზე ჯომარდობის დროს ოთხი ადამიანი, მათ შორის, სამი ტურისტი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
უბედური შემთხვევა ხელვაჩაურის რაიონში დღეს, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ნავში კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც, საბედნიეროდ გადარჩნენ.
შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ჯერ სამი ადამიანის ცხედარი, მოგვიანებით კი მეოთხე ცხედარიც აღმოაჩინეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება "გაუფრთხილებლობით სიკვდილის" მუხლით აღიძრა, რაც ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვის 5 წლამდე ვადით ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით პატიმრობას.