მკვლელობა „დირსის" ტერიტორიაზე – ცნობილი გახდა ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი

© Pixabay / ErikaWittliebციხე
ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურორებმა ნაფიცი მსაჯულები დაარწმუნეს იმაში, რომ დაკავებულმა მისი ნაცნობი წინასწარი განზრახვით მოკლა.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს პირი, რომელსაც ბრალად ედება გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი მკვლელობა, ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტაბ-ბინა სტრასბურგში - Sputnik საქართველო
მაგდა პაპიძემ სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შეიტანა

მკვლელობა თბილისში 2017 წლის 15 სექტემბერს მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „დირსის" ტერიტორიაზე მოხდა. მამაკაცმა საკუთარ ნაცნობს გულ-მკერდის არეში დანა დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

პოლიციამ დამნაშავე მკვლელობიდან მეორე დღეს ქალაქ რუსთავში დააკავა.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე „განზრახ მკვლელობის" მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნაფიც მსაჯულებს ოთხ საათზე მეტი დრო დასჭირდათ ვერდიქტის გამოსატანად. საბოლოოდ გამამტყუნებელი განაჩენს მხარი ათმა ადამიანმა დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგ წავიდა.

თბილისის სასამართლომ განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა შეუფარდა.

ყველა ახალი ამბავი
0