დემნა გვასალიას წითელმა ჩექმებმა რუსეთის პასპორტის პრინტით ინტერნეტი „ააფეთქა“

© AFP 2024 / Daniel LEAL-OLIVASდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხვათა შორის, დემნა გვასალიას კოლექციაში ასევე შედის მაისური წარწერით Russia Stop Messing Around With Me („რუსეთო, შეწყვიტე ჩემთან ხუმრობა!“)

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ბრენდ Vetements-ის მიერ დამზადებულმა ჩექმებმა ინტერნეტი შეძრა. 

ქალის მაღალყელიანი, გამოსასვლელი ჩექმის ფოტო ბრენდის ოფიციალურ Instagram-ზე გამოქვეყნდა. 

A post shared by VETEMENTS (@vetements_official) on Jun 6, 2018 at 6:25am PDT

 

ეს წითელი, წვრილქუსლიანი და ცხვირწამახვილებული ჩექმებია, რომლებზეც რუსეთის გერბია პრინტით დატანილი. ეს 2018-2019 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ფეხსაცმელია, რომელიც გვასალიამ პარიზში ჯერ კიდევ იანვარში წარადგინა.

სხვათა შორის, დემნა გვასალიას კოლექციაში ასევე შედის მაისური წარწერით Russia Stop Messing Around With Me („რუსეთო, შეწყვიტე ჩემთან ხუმრობა!“)

მას შემდეგ, რაც ინტერნეტით სკანდალური ჩექმები ფოტო გავრცელდა, რუსულენოვანი მომხმარებლების აღშფოთება არ წყდება. თავად დემნა გვასალია კი საერთოდ არ აკეთებს კომენტარს არც კოლექციის კონცეფციაზე და არც მომხმარებლების რეაქციაზე.  


ყველა ახალი ამბავი
0