თბილისი კომიქსებისა და ვიდეოთამაშების ფესტივალს მასპინძლობს

© Depositphotos.com / Elnur_გეიმერი მეკობრის ქუდით
გეიმერი მეკობრის ქუდით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე სამაგიდო თამაშების გარდა დაგეგმილია შეხვედრები კომიქსების ადგილობრივ მხატვრებსა და ავტორებთან.

თბილისი, 7 ივნისი- Sputnik. კომიქსებისა და ვიდეოთამაშების ფესტივალი (Tbilisi Comics and Games Festival) თბილისში პირველად გაიმართება 9 ივნისს,  იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალი შაბათს, 11:00-დან 19:00 საათამდე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდება. 

„ვეფხისტყაოსანი“ კომიქსებში - Sputnik საქართველო
„ვეფხისტყაოსანი“: პოემიდან კომიქსამდე

კომიქსებისა და ვიდეოთამაშების პირველ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა არტისტების კომიქსები, თეატრალური მაკიაჟის ოსტატობა, საგანმანათლებლო პრეზენტაციები, ვიდეოთამაშები და კოსტიუმირებული სანახაობა. ასევე გასაყიდად წარმოდგენილი იქნება ქართული კომიქსების ავტორების ნამუშევრები. 

ფესტივალზე აგრეთვე დაგეგმილია შეხვედრები კომიქსების ადგილობრივ მხატვრებთან და ავტორებთან.

ღონისძიების მხარდამჭერი პარტნიორია აშშ-ის საელჩო თბილისში. 


ყველა ახალი ამბავი
0