თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უპასუხოდ დატოვა კითხვა, რომელიც მას ყოველწლიური სპეციალური პროგრამა „პირდაპირი ხაზის“ დროს დაუსვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
სააგენტოს ინფორმაციით, პრეზიდენტმა ხმამაღლა წაიკითხა კითხვა, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა:
„რატომ აღიარებთ თქვენ უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს, თუ დასავლეთი არ აღიარებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს?“
რაზეც პუტინმა მხოლოდ ის თქვა, რომ ეს საინტერესო კითხვაა და შემდეგ საკითხზე გადავიდა.