ფაჩულიას NBA-ს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებისგან ერთი ნაბიჯი აშორებს

გამოწერა
ქართველი კალათბურთელი NBA-ს საფინალო სერიის მესამე მატჩში მოედანზე არ გამოჩენილა.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. „გოლდენ სტეიტ უორიორზის" ქართველ ცენტრს ზაზა ფაჩულიას სულ ერთი ნაბიჯი დარჩა, რათა NBA-ს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგოს.

„უირიორზმა" "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ მესამე მატჩი ანგარიშით 110:102 მოიგო და ახლა სერიას იგებს ანგარიშით 3:0.

ფაჩულიამ NBA-ს ფინალის მეორე მატჩში ითამაშა>>>

გამარჯვებულთა შორის ყველაზე შედეგიანი კევინ დიურანტი აღმოჩნდა, მის ანგარიშზე 43 ქულა და 13 მოხსნაა.

34 წლის ფაჩულიას თაყვანისმცემლების სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ქართველი კალათბურთელი მოედანზე მთელი თამაშის განმავლობაში არ გამოსულა.

საფინალო სერიის მეოთხე მატჩი, რომელიც შეიძლება დასკვნითი აღმოჩნდეს, 8 ივნისის ღამეს კლივლენდში გაიმართება.

ფაჩულია ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველია, რომელიც NBA-ს ჩემპიონი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0