ტობ იბარა ფესტივალ „თბილისი რიტმს" გახსნის

გამოწერა
18 წლის ფრანგი მუსიკოსი საქართველოს დედაქალაქში ფესტივალზე ბენდთან ერთად გამოვა.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ახალგაზრდა ფრანგი ჯაზ-მუსიკოსი, ვირტუოზი გიტარისტი და კომპოზიტორი ტომ იბარა თბილისში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „თბილისი რიტმს" (Tbilisi Rhythm Festival) 12 ივნისს გახსნის, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ტომ იბარა საკუთარ ბენდთან ერთად თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გამოვა.

„ჩემი როკ-ენ-როლი“: რუსული ჯგუფი „ბი-2“ თბილისში იმღერებს>>>

Tbilisi Rhythm ფესტივალს პოპულარული ქართველ მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი „33" დახურავს. კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) 23 ივნისს გაიმართება.

ანაკლიის ხიდი - Sputnik საქართველო
რამდენად ჩაანაცვლებს Anaklia Echowaves-ი GEM Fest-ს

ფესტივალის კონცერტებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც რუსთაველის თეატრისა და ფილარმონიის სალაროებში, ისე ონლაინ biletebi.ge-ზე.

ტომ იბარამ გიტარაზე დაკვრა ექვსი წლის ასაკში დაიწყო. მისი, როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორიცაა მაილზ დევისი, პატ მეთინი და Weather Report. სადებიუტო ალბომი მუსიკოსმა 2015 წელს გამოსცა. ერთ სცენაზე გამოდიოდა მარკუს მილერთან, რიჩარდ ბონთან, დიდიე ლოკვუდთან, სილვენ ლიუკთან და სხვებთან ერთად. არის საერთაშორისო ჯაზის კონკურსის Jazz Award 2017-ის გამარჯვებული.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „თაგის არტი — მსოფლიო კულტურული ინტეგრაცია".

ყველა ახალი ამბავი
0