გიო ხუციშვილი: ეს ვარსკვლავი გამოძახილია ამ სიყვარულის, მიყვარხართ ყველა
„ეს ვარსკვლავი ყველას ეძღვნება. მინდა ეს იყოს იმ ხალხის, ვინც ჩემთან ერთად იდგა. ეს თბილისია, სიყვარულია, ხოლო ეს ვარსკვლავი გამოძახილია ამ სიყვარულის. მიყვარხართ ყველა!“ – ამბობს ცნობილი მომღერალი.
გიო ხუციშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული სიმღერის პოპულარიზებაში. განსაკუთრებით შეიყვარა ხალხმა მის მიერ შესრულებული კომპოზიციები „აყვავდება როცა ნუში" (ნატო გელაშვილთან ერთად), „ნეტავ მართლა გყვარებოდი", „მზე ჩადის და მზე ამოდის" და სხვ.
ქართული სიმღერის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ხუციშვილი გასულ წელს თბილისის საკრებულომ დააჯილდოვა.