თბილისი, 6 ივნისი- Sputnik. რამდენიმე წუთის წინ, თბილისის დროით 17:07 საათზე საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთის ტერიტორიაზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 25 კმ-ში იყო, ხოლო მისი მაგნიტუდა ეპიცენტრში – 4.2.
საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს მიწისძვრა დღეს დილითაც დაფიქსირდა.
გუშინ, 22:40 საათზე 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ-ში მოხდა. მიწისძვრა თბილისის მოსახლეობამაც იგრძნო. მიწისძვრას საქართველოში მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია.
სეისმოლოგებმა განმეორებით 3,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დღეს, დილის 07:58 საათზე სომხეთში, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრიდან 8 კილომეტრში დააფიქსირეს.