თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქოს რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) ეწვია ორ თანმხლებ პირთან ერთად, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა. უახლოეს პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიას ეწვევა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლობა", — აღნიშნულია განცხადებაში.
აპრილის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მსოფლიო (კონსტანტინოპოლის) საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის პროცესს იწყებს.