რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ხარისხიანი ნარკოპოლიტიკის განსახორციელებლად

© FB / Free Uni School of lawგურამ იმნაძე
გურამ იმნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტში არის საკითხები, რომლებზეც ხელისუფლებას ჯერჯერობით კონკრეტული პოზიცია არ აქვს, განუცხადა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელმა გურამ იმნაძემ „Sputnik–საქართველოს“.
რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ხარისხიანი ნარკოპოლიტიკის განსახორციელებლად

„ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა განხორციელდეს თუ არა, როგორ განისაზღვრება ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები და როგორი იქნება სასჯელი ნარკოტიკის შეძენა-შენახვაზე, როცა გასაღების მიზანი არ არსებობს – ამ საკითხებზე ნათელი პოზიციების ჩამოყალიბების გარეშე შეუძლებელია ვისაუბროთ ჩვენ კარგ და ხარისხიან რეფორმაზე“, – აღნიშნა გურამ იმნაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ პირველი მოსმენით განიხილა „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტი და მისი თანმდევი პროექტები.

ყველა ახალი ამბავი
0