არჩილ თალაკვაძემ დროებითი საპარლამენტო კომისიის მთავარი ამოცანა დაასახელა

© Sputnik / Alexander Imedashviliარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავარი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე მართლმსაჯულება ბოლომდე განხორციელდეს, განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედს“.
არჩილ თალაკვაძემ დროებითი საპარლამენტო კომისიის მთავარი ამოცანა დაასახელა

„პარლამენტმა კომისიასთან დაკავშირებით პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კითხვები, რომლებიც საზოგადოებას რჩება, იყოს ბოლომდე პასუხგაცემული“, — აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმის შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია 17 ადამიანისგან დაკომპლექტდება. მასში შევლენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" ფრაქციის რვა წარმომადგენელი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" ფრაქციის ექვსი წარმომადგენელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციების თითო-თითო წარმომადგენელი და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი. კომისიას დეპუტატი ოპოზიციიდან სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

ყველა ახალი ამბავი
0