თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი ვოკალისტი, კომპოზიტორი და ფანკის ბას-გიტარისტი ნიკ უესტი 10 ივნისს კონცერტს გამართავს თბილისში, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
კონცერტი მრავალფუნქციურ ცენტრში Republic ჩატარდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ცენტრის სალაროებსა და საიტზე tkt.ge.
აღსანიშნავია, რომ ნიკ უესტი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბას-გიტარისტია მსოფლიოში. მისი ტალანტი აღიარეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან დევიდ სტიუარტი, პრინცი, ჯონ მეიერი, სტივენ ტაილერი — როკ-ჯგუფ Aerosmith-ის ლიდერი.
როგორც ცნობილია, გასულ წელს ნიკ უესტი ცოლად გაჰყვა ქართველ გიტარისტ ნიკოლოზ კანდელაკს.